სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

1 მარტიდან მძღოლებისთვის ახალი ჯარიმები ამოქმედდება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლებიც 2014 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.

ავტო ცვლილების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში ან ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში, ანდა მის ნაპირთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ციმციმა სიგნალის და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს კონფისკაციას. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას.

„B“ კატეგორიის ან „A1“ ან „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანა შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით (მათ შორის, ტაქსით) ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ზემოთჩამოთვლილი რომელიმე სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

გზაზე მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. თუ აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება,გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან მართვის უფლების 2 წლით შეჩერებას. სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

წყარო: http://bfm.ge/index.php?newsid=7451#.Uw7_nvmSyIz

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100