რატომ ვერ ანებებენ მწეველები სიგარეტს თავს?
სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებება ნებისყოფაზე დამოკიდებული არ გახლავთ - აღნიშნული დასკვნა აშშ-ში დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა თითქმის 40 წლიანი კვლევის შემდეგ გამოიტანეს.
მათი განმარტებით პრობლემა გენეტიკაშია, რადგან სიცოცხლის ბოლომდე მწეველად დარჩენა სუსტი ნებისყოფის კი არა გარკვეული გენეტიკური კოდის გამო ხდება.
მეცნიერები აკვირდებოდნენ რამდენიმე ათას ადამიანს დაბადებიდან 38 წლის ასაკამდე და გაარკვიეს, რომ მოწევას იწყებს ის ვინც თამბაქოსკენ გენეტიკურად არის მიდრეკილი. ასეთი ადამიანები მოწევას ადრეულ ასაკში იწყებენ და სიგარეტისთვის თავის დანებების შანსი მათთვის ძალზედ დაბალია.
კომენტარი