სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპუის პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა.

მხარეებმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის გაააქტიუროს რეფორმების პროცესი, რათა მომზადდეს მტკიცე საფუძველი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისთვის.

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა,რომ ივნისის თვეში საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ეწვევა, რომლის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100