სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩალაუბნის ე.წ ტეკიდან მისი კვალი ქრება - დედოფლისწყაროში 35 წლის კაცს ეძებენ

დედოფლისწყაროში 35 წლის ლევან ბეჟაშვილს მე-11-ე დღეა ეძებენ. ის ბოლოს 19 სექტემბერს თბილისიდან სამარშრუტო ტაქსით დედოფლისწყაროში ბრუნდებოდა, რის შემდეგაც არავის უნახავს.

ბეჟაშვილის დედა აცხადებს, რომ მისმა შვილმა რამდენიმე დღით ადრე ტელეფონი დაკარგა და ოჯახს სხვების დახმარებით ეკონტაქტებოდა. ბოლოს კი დედას დაურეკა და აცნობა, რომ სოფელ ჩალაუბანში იმყოფებოდა და სახლში დაბრუნებას უტრანსპორტობის გამო ვერ ახერხებდა.

"17 სექტემბერს დამირეკა თბილისიდან და მითხრა, რომ ტელეფონი დაკარგა, ამიტომ სხვების ტელეფონით მეკონტაქტებოდა.19 -შიც დამირეკა და მითხრა, რომ ტაქსით მოდიოდა დედოფლისწყაროში. მერე ჩალაუბნის ე.წ ტეკიდან დამირეკა, რომ ტრანსპორტს ელოდებოდა დასაბრუნებლად. მას შემდეგ მისი კვალი ქრება. ვეძებთ ყველგან, ჩვენც პოლიციაც, სამაშველოც, მეგობრებიც მაგრამ არსად ჩანს." ამბობს დაკარგულის დედა, ნათელა ბუჩუკური.

ოჯახის ინფორმაციით, შვილის დაკარგვის შესახებ პოლიციას უკვე მიმართეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100