სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ პატარა ქვეყანას ერთმანეთის ლანძღვა-გინებით ვერ ავაშენებთ მეგობრებო

ლელა წურწუმიას მეუღლე, მუსიკალური პროდიუსერი კახი მამულასვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აკეთებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„საერთოდ არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება, არც ტელევიზიით და არც ჟურნალისტებთან, ლელამაც ძალიან მთხოვა. მარა იძულებული გამხადეთ უბრალოდ გითხრათ.

მიზეზები ბევრია….. მთავარი ის არის რო, საერთოდ არ ვიცნობ გაბედავას, ლელამ 1000 კაცთან გადაიღო სურათი, მარა თქვენ ეს სურათი გაინტერესებთ მარტო, ლელამ უმღერა ამდენ ქართველს, რომლებიც ქართული დროშებით იყვნენ მოსულები იქ, მაგრამ ტკვენ ეს ხალხი მოღალატეები გგონიათ რადგან იქ არიან და ცხოვრობენ... რა ჰონორარი? საერთოდ არ აგვიღია ჰონორარი, რომც აგვეღო არაც ეგაა პრობლემა

საერთოდ შორს ვარ იმისგან რო ფეისბუქიდან დან ვიღაცეები ვლანღღო, ეს საერთოდ მგონია რო არასწორია, არასოდეს არ მაინტერესებდა და არ მიკითხია, რატო წავიდა ერისიონი, რატო იმღერა პააატა ბურჭულაძემ, რომელიც ჯერ ლანძღეთ და რო ჩამოვიდა მერე ბრჭყვიალა ორდენი დაკიდეთ, არასოდეს არ ჩავთვლი რო ისინი მოღალატეები არიან,

რა თკმა უნდა შეიძლება არ მესიამოვნოს რაღაცეები, და ვიგაცებსაც არ ესიამოვნოთ ის რომ ჩვენ წავედით, ეგ შემიძლია გაგიგოთ, მარა როდესაც სამშობლოს ღალატზეა ლაპარაკი, ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ, სასაცილოა მართლა, იმ ადამიანებისგან ვინც ჩვენზე მაგას ლაპარაკობს და ჩვენზე ცირკის მოწყობა უნდათ.

მიშა ხუბუტიას ვიცნობთ ალბათ 15 წელია, მეტი თუ არა, ჩვენი შეხედულებები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მარა ჩვენ ურთიერთობებს როდესაც ჩავდიოდით რუსეთში და თუ სადმე ვხვდებოდით ხელს არასოდეს უშლიდა. მარა მანდ რო აფრიალებთ სააკსჰვილის სურატებს, მისჰატს მეგობრობდა მასტან,და ომის მერეტს სჰეხვედრია, მარა ერთი წამით არ მიფიქრია რო სააკაშვილს რამე არაქართულს ან არასახელმწიფოებრივს აკეთებდა, მიუხედავად იმისა რო ხუბუტიას არ დაუმალავს რომ რუსეთის მთავრობასთან ახლოს იყო.

როდესაც ბოლო ომი მოხდა, რაღაც ორ წელიწადში , საქართველოს მთავრობამ, რუსეთის, მხარი დაუჭირა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას…. არ დამიწყოთ ეხლა რო იმ მიზეზით გაუსწორეს პუტინს რო თურმე ელოდებოდნენ რო რუსეთი რამეს დათმობდა ან რამეს დააბრუნებდა….. არ მომეწონა, მარა ღალატად არ შემიფაასებია,

სიმღერას თქვენ კუნტრუშს და გართობას ეძახით, ჩვენტვის ეს პროფესიააააა…. მაინცდამაინც რაგბი უნდა ვითამაშოთ ან ვიჭიდაოთ, ან ოპერაციები უნდა გავაკეთოთ და ისე ჩავიდეთ რუსეთში? ძალიან გვიხარია რეგბისტები სოჭში რომ ჩადიან, რუსეთის მიერ წაღებულ ტერიტორიაზე, რუსებს რო უგებენ და თამაშს ესწრება ამდენი კართველი იქ მცხოვრები, კართველი მოჭიდავეები რუსეტში რო ჭიდაონებ და იგებენ ფინალში, რომელსაც ესწრება პუტინი, მოღალატეები არიან?

ამას თავის გასამართლებლად კი არ ვწერ, უბრალოდ ინფორმაციისთვის, ვინმესი რამე თუ არ მომწონს პირადად ვეუბნები, და ზოგად ჩრდილში არ გადამაქვს და ფეისბუქიდან არ ველაპარაკები, არავინ არ შემიწუხბიხართ ჩემი პრობლემებით, ჩემი პირადი ინტერესები და წყენა არასოდეს არ დამიყენებია ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, (გამგები გაიგებს). არასოდეს ადამიანებს არ დაუვიწყებ პატარა სიკეთესაც კი, ესაა ცჰემი პასუხი კომპტან მჯდომ პატრიოტებს, მე ჩემიი ქვეყნის და ჩემი თავის წინაშე ვარ მართალი და არ მაინტერესებს ზოგიერთი ბინძური ტვინი რას ფიკრობს,

პრობლემა ჩვენშია ქართველებში, ისე გვძულს ერთმანეთი, ამ პატარა ქვეყანას ერთმანეთის ლანძღვა-გინებით ვერ ავაშენებთ მეგობრებო

პ.ს. ყველა სტატუსი წავიკითხე გულმოდგინედ, ძალაუნებურად ამ სტატუსების ლაიქების ავრტორებსაც ჩამოვუყევი და ჩემთვის გასაგებია ყველაფერი. იმედია ყველა თავის დაწერილზე პასუხისმგებელია, ოღონდ იმას არ ვჭამ რო ზოგადა სხვაზე წერდით და ლელა არ გიგულისხმიათ. გაიგებენ ვისაც ვგულისხმობს“ - წერს მამულაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100