სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სერჟანტ ვალერიან ხუჯაძის გარდაცვალების გამო.

სერჟანტი ხუჯაძე (დაბადების თარიღი: 19.08.1976) 31 ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ხუჯაძე პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ხუჯაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან მსახურობდა. მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაშიც. 2011 წელს ხუჯაძეს მიღებული აქვს მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.

დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100