სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაშვილი იმ ბავშვებს, რომელთაც საშუალება არ აქვთ, ინგლისურში უსასყიდლოდ მოამზადებს

"ნაციონალური მოძრაობის" და ამავდროულად, ოზურგეთის საკრებულოს წევრი თათია ნიკოლაშვილი იმ ბავშვებს, რომელთაც საშუალება არ აქვთ კერძო მასწავლებელთან იარონ, ინგლისურში უსასყიდლოდ მოამზადებს.

ამის შესახებ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ოპოზიციონერი ამბობს, რომ მისი ინიციატივა სრულიად დაცლილია პოლიტიკისგან და ერთადერთ მიზანს, ბავშვების დახმარებას ემსახურება.

"როგორც იცით, ჩემი საქმიანობის პარალელურად ვამზადებ ბავშვებს ინგლისურ ენაში. გამიჩნდა სურვილი გავაკეთო ცალკე ჯგუფი ან ჯგუფები ბავშვებისთვის, ვისაც არ აქვს საშუალება, შესაძლებლობა კერძო მასწავლებელთან მოემზადნონ და აქვთ სურვილი ინგლისურის სწავლის.

ვისაც გყავთ ან გეგულებათ სკოლაში, მეზობლად ასეთი ბავშვები გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა მათ მშობლებს და დამაკონტაქტოთ. მეცადინეობები ჩატარდება ქალაქის ტერიტორიაზე, უსასყიდლოდ.

ერთადერთი თხოვნა მექნება, რომ ვისაც შეგიძლიათ ერთმა ადამიანმა დამეხმაროთ და გაუწიოთ ორგანიზება ამ ბავშვების შეგროვებას - ინფორმაცია მომწერეთ პირადში.
P.S. ალბათ წესით ახსნასაც არ საჭიროებს, მაგრამ მაინც განვმარტავ, რომ ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოებისგან დაცლილია ეს იდეა". - ამბობს თათია ნიკოლაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100