სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მანიაკი გოგონებს ლიფტთან ელოდება, შიგნით შეჰყავს და ვერ წარმოიდგენთ მერე რა ხდება

23 წლის ტაივანელი მამაკაცი უცნაური მანიითაა შეპყრობილი - ის გოგონებთან ერთად ლიფტში შედის, შემდეგ ატყუებს მათ, ვითომ თმაში ობობა ჩაუვარდათ და მის ამოღებას ცდილობს, ამ დროს კი ჩუმად მათ თმას ღეჭავს.


ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, ლიფტში დამონტაჟებულმა ვიდეო კამერამ კი მისი მოქმედება დააფიქსირა. გოგონა თითქოს რაღაც მომენტში ხვდება, რასაც აკეთებს მანიაკი, თუმცა ეშინია დახურულ სივრცეში რამე არ დაუშაოს და ცდილობს მოთმინება გამოიჩინოს.

ლიფტიდან გამოსვლის შემდეგ დაბნეულმა ახალგაზრდა ქალმა მომხდარის შესახებ თავის შეყვარებულს უამბო, ამ უკანასკნელმა კი საცხოვრებელი კორპუსის დაცვას მიმართა. ცოტა ხანში უცნაური მანიით შეპყრობილი მამაკაცი პოლიციამ საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. მალევე გაირკვა, რომ უკანასკნელ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ანალოგიური ქმედება ჩაიდინა სხვა გოგოს მისამართითაც.

მამაკაცი დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, პოლიცია კი სხვა დაზარალებულ გოგონებს ეძებს ჩვენებების ჩამოსართმევად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100