სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჯერ ჰაერში ააგდო და შემდეგ ისროლა, რეანომობილით ვერ გადაჰყავთ, თბილისიდან ელოდებიან ექიმს" - თელავში 25 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა

თელავში 25 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა. ახალგაზრდა მძიმე მდგომარეობაშია და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევა დაახლოებით სამი საათის წინ მოხდა.

როგორც დრონი.ჯი-ს ადგილობრივმა განუცხადა ქვეითი იქ გადადიოდა, სადაც აკრძალული ნიშანი იყო, ამიტომაც ის მომავალმა მანქანამ ვერ შეამჩნია, დამუხრუჭებაც ვერ მოასწრო, რის შემდეგაც რუსთაველის ქუჩაზე მიმავალ ბიჭს დაარტყა, ჯერ ჰაერში ააგდო და მერე რამდენიმე მეტრის იქით ისროლა.

ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ თბილისიდან თელავში ნეიროქირურგს ელოდებიან, რადგან ახალგაზრდის ამ მდგომარეობაში რეანომობილით თბილისში გადაყვანა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ამჟამინდელი მონაცემებით 25 წლის ბიჭს სახის ძვალი, ხელი და ფეხი აქვს მოტეხილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100