ნარმანიას შეხვედრა დიდუბესა და დიღმის მასივში
„თბილისი - სოლიდარული ქალაქის პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი თითოეული ოჯახი თბილისის მერიის მხრიდან მიიღებს გაზრდილ დახმარებებს, რაც მათ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. სოციალურად დაუცველებს გადავცემთ 500 ლარიან კომუნალურ ვაუჩერს, მათთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა გახდება უფასო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კი საჯარო სივრცე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადაპტირებული იქნება, გაიზრდება საბავშვო ბაღების რაოდენობა და გაუმჯობესდება მათი ინფრასტრუქტურა და სერვისი“ განაცხადა დიდუბის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზ დავით ნარმანიამ.
კოალიაცია „ქართული ოცნების კანდიდატი" დავით ნარმანია უნებართვო მიშენებებზე სამშენებლო ამნისტიის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, მათ, ვისაც უნებართვო მიშენებებზე ჯარიმა აქვს დაკისრებული, მოეხსნებათ, უკანონო მიშენება კი დაუკანონდებათ, სამომავლოდ კი, მიშენებებზე შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე ნებართვა ვერ გაიცემა.
თბილისის მერობის კანდიდატი დიღმის მასივისა და სოხუმის ქუჩის მცხოვრებლებს პარლამენტის და საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატებთან, ვახტანგ ხმალაძესთან, თარაშ შურღაიასთან და ლადო ძნელაძესთან ერთად შეხვდა.
კომენტარი