ბაყაყები კიბოს წინააღმდეგ
ბელფასტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჯილდო ბაყაყებისა და გომბეშოების კანის კვლევაში შეტანილი წვლილისათვის მიიღეს. ეს კვლევები სპეციალისტებს 70-ზე მეტი მძიმე დააავადების მკურნალობაში, მნიშვნელოვნად დაეხმარება.
პრესტიჟული ჯილდო მკვლევარების ჯგუფს, მეცნიერ კრის შოუს ხელმძღვანელობით, ლონდონში გადაეცათ. “ევროპა დღეს” ინფორმაციით, მკვლევართა გუნდმა ორი ტიპის ცილა აღმოაჩინა, რომლებიც სისხლძარღვთა ზრდას არეგულირებს. ბაყაყების ცილას ეს თვისება ახასიათებს და ამიტომ შეიძლება გამოყენებულ იქნას კიბოს სიმსიმვნეების გასანადგურებლად.
ამ აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ კიბოს, სასიკვდილო დაავადებიდან ქრონიკულ დაავადებად გარდაქმნიან.
კომენტარი