სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გლობალური დათბობა უახლოეს 100 წელიწადში

ამერიკელმა და კანადელმა მეცნიერებმა, პლანეტის კლიმატის ცვლილების უახლოესი 100 წლის მოდელი შექმნეს. მათი კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ გლობალურ დათბობას დედამიწა ვერ გაექცევა. თუმცა, განხილვაში ორი მოდელია: ამერიკელების აზრით, ტემპერატურა მთელ პლანეტაზე 2,8 გრადუსით მოიმატებს, ხოლო კანადელები ფიქრობენ, რომ - 3,4 გრადუსით. კვლევები 1964 წლიდან 2004 წლამდე პერიოდის დაკვირვებებს ეყრდნობა.

სამეცნიერო კვლევები უჩვენებს, რომ კატასტოფულად მცირდება დედამიწის ყინულოვანი საფარის ნაწილი პოლუსებზე, ხოლო ოკეანემ ათასწლეულის დასასრულს ოთხი მეტრით აიწია. გლობალური დათბობის უმთავრეს მიზეზად მეცნიერები ადამიანის მოღვაწეობას თვლიან, რომელიც ატმოსფერულ ცვლილებებს იწვევს.

როგორც ირკვევა, გლობალური დათბობა უფრო ინტენსიურად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მიმდინარეობს, ვიდრე – სამხრეთში. ესეც, სავარაუდოდ, სხვადასხვა ნახევარსფეროებში ადამიანების მოღვაწეობის და საქმიანობის განსხვავებული დონის გამო ხდება. მკვლევარების აზრით, კლიმატის ცვლა ყველაზე მეტად პატარა, კუნძულოვან სახელმწიფოებს დააზარალებს, რომელთაც ახალ პირობებთან შეგუება ძალიან გაუჭირდებათ.

მეცნიერები მსოფლიოს მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ კლიმატის პროგნოზირებულმა ცვლილებებმა პოტენციურად ფართომასშტაბიანი და შეუქცევადი ხასიათი, შესაძლოა, ამ საუკუნეში მიიღოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100