ორნელა მუტის პუტინთან გატარებული საღამოს გამო 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ლეგენდარულ იტალიელ მსახიობს ორნელა მუტის სამართალდამცავებთან პრობელები აქვს. კინოვარსკვლავს სასამართლომ 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და 600 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
მუტის ბრალად ედება თეატრის მაყურებლის მოტყუება. საუბარია 2010 წლის დეკემბერში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც მსახიობმა Verde di Pordenone-ს თეატრში სპექტაკლი გააცდინა. მიზეზად ორნელამ ავადმყოფობა დაასახელა და ექიმის ცნობაც წარადგინა.
ახლახანს კი გაირკვა რომ 2010 წლის 10 დეკემბერს ორნელა მუტი ვლადიმერ პუტინს უმშვენებდა გვერდს სანკტ-პეტერბურგში, საქველმოქმედო ფონდ „ფედერაციის“ საღამოზე.
იტალიის კანონმდებლობის თანახმად პატიმრობისგან თავის დაღწევა მსახიობს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია თუ 30 ათას ევროს გადაიხდის განაჩენის ძალაში შესვლამდე.
კომენტარი