სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შალვა სამყაროს წინააღმდეგ

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ პრესკომფერენცია გამართა.
ძაგანიას თქმით, საქართველოში არჩევნების შედეგებს ის იმპერიები და ქვეყნები ადგენენ, რომლებსაც საქართველოში ფინანსური და ეკონომიკური ინტერესები გააჩნიათ.
"ჩვენს ქვეყანაში უკვე ოცი წელია ნორმალური და გაუყალბებელი არჩევნები არ ჩატარებულა, ერთადერთი გაუყალბებელი არჩევნები ზვიად გამსახურდიას დროს გაიმართა. ეს იყო არჩევნები, რომლის შედეგებზე არცერთ იმპერიას არ მოუხდენია გავლენა" - განაცხადა კახა ძაგანიამ.

მისი თქმით, უცხოელი დამკვირვებლების საბოლოო დასკვნაც ისეთივე გაყალბებული და ფარსი იქნება, როგორც მერის არჩევნები იყო.

"ეჭვი არ მეპარება, რომ უცხოური დამკვირვებლების დასკვნაში დაიწერება, რომ არჩევნები გაუყალბებლად და ექსცესების გარეშე ჩატარდა. ამაზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ საბოლოო შედეგის გამოცხადებამდე, ორმა კონგრესმენმა ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა", -განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" იდეოლოგიურმა მდივანმა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100