სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ უნდა გაფრინდე საქართველოში? კითხვას YanAir Airlines-ი აჭარული ხაჭაპურისა და ლიმონათი “ზედაზენის” ფოტოთი პასუხობს

უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზეც ოპერირებს, Facebook-ის გვერდზე საქართველოში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს წარწერით: “ალბათ ამ ფოტოს შემდეგ, აღარ გაჩნდება ისეთი კითხვები, როგორცრატომ უნდა გაფრინდე საქართველოში”.

ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე კარგად ჩანს უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური, და ასევე საქართველოში წარმოებული ქართული ლიმონათისსქართული ლუდის კომპანიის მიერჩამოსხმული ლიმონათიზედაზენი”, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ მოთხოვნადი ლიმონათია.

აღსანიშნავია, რომ YanAir Airlines- საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ხშირად ავრცელებს და ცდილობს, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია მოახდინოს და უკრაინელები საქართველოში დასვენებით დააინტერესოს. ავიაკომპანია, ხშირად, სოციალური ქსელებით ქართული კულინარიის პროპაგანდასაც ეწევა.

ცნობილია, რამდენიმე დღის წინ YanAir Airlines-მა კიევიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, დამატებითი ავიარეისები დაინიშნა 16, 18, 23 და 26 აგვისტოს. ფრენა აეროპორტბორისპოლიდან“, ადგილობრივი დროით, 08:30 საათზე განხორციელდება. ამ დროისათვის YanAir- კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე ყოველდღიურ რეგულარულ რეისებს ასრულებს და სულ მალე დამატებით 4 რეისს შეასრულებს.

უკრაინელებში აჭარაში დასვენების მსურველთა რაოდენობა იზრდება, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ტურისტული სეზონის ბოლოს ბათუმის მიმართულებით ავიარეისები დავამატოთ. ზაფხულის პიკურ პერიოდში ავიაბილეთების ფასები არ გაგვიზრდია”, განმარტავენ ავიაკომპანიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100