გალის სკოლის შეკეთება ქართველ მოსწავლეებს დაევალათ
გალის №2 საშუალო სკოლა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, რისთვისაც დაწესებულებას სათანადო თანხა არ გააჩნია, - იუწყება livepress.ge-ს სოხუმელი კორესპოდენტი ამრა ადლეიბა. მისი ცნობით, სკოლის დირექტორმა ახრა კვეკვესკირმა მოსწავლეებს განუცხადა, რომ საკლასო ოთახების რემონტისთვის საჭირო თანხის შეგროვება, შრომის გაკვეთილების დროს, მანდარინის დაკრეფით და მისი გაყიდვისგან მიღებული შემოსავლით შეუძლიათ. ამრა ადლეიბას ინფორმაციით, სკოლის დირექტორმა მოზარდებს უკვე გამოუყო მანდარინის რამდენიმე პლანტაცია. ამრა ადლეიბას ინფორმაციით, ახრა კვეკვესკირი ალექსანდრ ანქვაბის საარჩევნო შტაბის წევრი იყო. ანქვაბის მიერ გალში გამართულ ერთერთ შეხვედრაზე, №2 საშუალო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებიც წაიყვანა, რამაც მაშინ მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია.
კომენტარი