სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილი გერმანელი ანიმატორი გერჰარდ ჰანი საქართველოში ეროვნული კინოცენტრის მოწვევით ჩამოდის

ცნობილი გერმანელი ანიმატორი გერჰარდ ჰანი თბილისს 28 მაისს ეწვევა. იგი ვორქშოპს ჩაატარებს, რომელსაც ქართველი ანიმატორები, პროდიუსერები და გამომცემლები დაესწრებიან. გერმანელი ანიმატორის ვიზიტი პროექტის „საბავშვო ლიტერატურაზე დაფუძნებული ანიმაციური ფილმის შექმნა" ფარგლებში დაიგეგმა, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და წიგნის ეროვნული ცენტრი ერთობლივად ახორციელებენ.

გერჰარდ ჰანი საბავშვო ანიმაციური სტუდია „ჰან სტუდიოს“ მფლობელი და სამხატვრო ხელმძღვანელია. გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ანიმაციურ სტუდიას 35 წლიანი გამოცდილება აქვს სრულმეტრაჟიანი და ანიმაციური საბავშვო ფილმების წარმოებაში. (სტუდიის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროექტია ანიმაციური სერიალი „1001 ღამე".)

გერჰარდ ჰანი წინასწარ გაეცნობა იმ საბავშვო ლიტერატურას, რაც საქართველოში გამოდის, შეარჩევს საუკეთესო პროექტებს, ჩაატარებს ვორქშოპს და მათ ევროპულ ბაზარზე ღირსეულად წარსადგენად მოამზადებს.

გერმანელი ანიმატორის ვორქშოპი 28 მაისს სასტუმრო „ტერასაში“ დღის 12 საათზე დაიწყება და საღამოს 7 საათამდე გაგრძელდება. (მისამართი: პოლიკარპე კაკაბაძის N7)


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100