სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თბილისური“ დიალოგები იტალიური ეზოებიდან...

გთავაზობთ რამოდენიმე დიალოგს იტალიური ეზოებიდან...

- ჰაიი ხაჩიკ ჯაან, შენ დაგენაცვლე მაგრამ ახლა შენ გინდა რომ მე მამატყუოო?! ჰაიი ის დღე რა ვთქვი სომეხი რომ ებრაელს მოატყუებს...

- ვაა ისააკ ბავშობის მეზობელი არ ოყო მე კი ვიცი მარაა... წამო, წამო ცოცხალი მიფუჭდება და შავსჭამოთ... აი შენ გენაცვალე შენა...

სოლოლაკში ფანჯარასთან კაცი ზის და თავისთვის ღიღინებს

- ჰაი ბალამ ბალაამ...
- ჰა ძია ერთი პაპიროსი გექნება რა...
- გადი გაიარეე, ვაჰ ფანჯარაში ვეღარ დავმჯარვარ კაცოო, ყველა როგორ პაპიროსი გექნება, პაპიროსი გექნება... ქარხანა ვარ ეს შობელძაღლი რაღა...

- ჰაა სტაქანი და სტაქანიი, დააზღი და დააზღიი, როგორ ცივა მაინც დღეს... ვოტკა, თევზი, დოქტორსკი ჰა მურაზჩიკ მეტი რაღა... გინდა რამე კიდევ?

- არა შენ გენაცვალე მეტი აბა რაღა, მერე დავზვები და კარგად დამეძინებააა...

ჰა, რა იყო და ერთი ზოზღი მქონდა, ქუჩას კარგად ვხვეტამდი, შვილივით ვუვლიდი და ერთხელაც აგერ გარეთ, ეზოსთან დამრჩა ვიღაც ოხერმა მომპარა და ამის გამო კინაღამ უსამსახუროდ არ დავრჩი?!... სხვა ზოზღით დიდიხანი ვერ ვხვეტავდი ფილაქნიან ქუჩებს... კაი რუჩკა ჰქონდა, ძალიან კი მიყვარდა ის დალოცვილი აი...

- როგორ ცხელა, როცა არ გინდა მაშინ წარამარა დადის ეს მაროჟნი და ახლა საშველი არ დაადგა...

- აბა, მაროჟნიი, სტაქანჩიკი მაროჟნიი...
- ჰე, აბა რამდენი ვართ: ერთი,ორი,ოთხი და მეხუთე აგერ მეც... გამომართვი ეს სამი მანეთი და ხუთი ნაყინი მომეცი...
- რა ისე დგახარ გოგო თითქოს ხურდაც გინდოდეს (ღიმილით)...
- არა შენმა მზემ, მაიტა მაიტაა ხურდა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100