როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10 სექტემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი და +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღე იქნება ფოთში. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
მესტიაში უნალექო დღე და +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც დღე უმეტესად მზიანი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.
+26 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.
გორში უნალექო დღე და +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანში გამოიდარებს. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +23 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.
კომენტარი