სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაღესტანში ისევ დაძაბულობაა

ანტიტერორისტული ღონისძიებების გამკაცრების მიუხედავად დაძაბულობა დაღესტანში არ ცხრება.

10 სექტემბერს სერგოკალის რაიონის სოფელ სერგოკალაში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ამ რაიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილების ორი თანამშრომელი ცხოვრობს. მსხვერპლი არ არის. დაზიანდა საცხოვრებელი სახლი.

ამავე დღეს ყიზლარის რაიონის ტყის მასივში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა ძალოვან უწყებებსა და მეამბოხე იატაკქვეშეთის წარმომადგენლებს შორის. რია-ნოვოსტის ცნობით, შეტაკებას მსხვერპლი არ მოყოლია. ძალოვნები აგრძელებენ სპეციალურ ოპერაციას ბოევიკების დადგენისა და დაკავების მიზნით.

ყოველდღიური სამხედრო ოპერაციებით და ადამიანების მსხვერპლით შეწუხებულ ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობას ვეღარ გაუგია, რით ახსნას ათეულწლობით მიმდინარე ომი _ ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურების უსუსურობით თუ მისი გაჭიანურებით დაინტერესებული ძალების შეგნებული პასიურობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100