ინგა გრიგოლია: აი ესაა გოიმობის პიკი
ქალაქ ფოთში, დღეს გახსნილ ჭადრაკის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც 11 წლის მანძილზე საერთაშორისო დიდოსტატის, ნანა ალექსანდრიას სახელობის იყო, წელს სახელი შეუცვალეს და "ფოთის საერთაშორისო ფესტივალი" დაარქვეს. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ინგა გრიგოლია: აი ესაა გოიმობის პიკი.ნანა ალექსანდრიას წვლილი ჭადრაკში და მიღწევები მისი შვილის პოლიტიკური ინტერესებით იწონება? ვისაც ეს იდეა მოუვიდა ,არის სულელი..ისტორიის გადაწერა არ ხდება,ალექსანდრია ქართული ჭადრაკის ისტორიაა და ძაან ტეხავს ეს ყველაფერი..ქალი 12 ოლიმპიური ოქროს მფლობელი, ევროპის ჩემპიონი, ორჯერ მსოფლიო ვიცეჩემპიონი და სამჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონია .ძაან სირცხვილია ეს გადაწყვეტილება
კომენტარი