სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წულუკიანი თხოვდება? - ვინ არის მინისტრის 29 წლის რჩეული?

თეა წულუკიანის 29 წლის რჩეულის ვინაობა ცნობილია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თხოვდება. თეა წულუკიანი 38 წლისაა, მისი რჩეული კი 29 წლის ნიკოლოზ კაკულიაა.

ცნობილია რომ ამჟამად მინისტრი შვებულებაშია და იტალიაში ნუგზარ კაკულიასთან ერთად იმყოფება. ნუგზარ კაკულია იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილეა და სამსახურშიც ადასტურებენ, რომ ის ოფიციალურ შვებულებაშია და საქართველოში არ იმყოფება.

რატომ გაუჩინარდა და სად იმყოფება თეა წულუკიანი - რამდენიმე დღის წინ სწორედ ამ სათაურით გამოქყვენა სტატია გაზეთმა "ალიამ".

"სად იმყოფება ამჟამად ქალბატონი თეა წულუკიანი? არ დაიჯერებთ და როგორც "ალიას" ინკოგნიტო წყარო ამტკიცებს (ეს ინფორმაცია ჩვენც გადავამოწმეთ), ამჟამად ის იტალიაში იმყოფება წინასაახალწლო მოგზაურობაში თავის მეგობარ ნუგზარ კაკულიასთან ერთად. წულუკიანმა კაკულია 2 წლის წინ გააცნო ეკა ხურციძემ, რომელიც მისი თანაპარტიელი და ირაკლი ალასანიას მეუღლის მეჯვარე გახლავთ. ხურციძესთან ნუგზარ კაკულიას მანამდე ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა. წულუკიანის გამინისტრების შემდეგ, 2013 წლის თებერვლის ბოლოს, კაკულია მას დაუახლოვდა და ახლა მათ შორის გაიბა რომანი. ამ პერიოდში, ის ღამ-ღამობით ხშირად მიდიოდა იუსტიციის სამინისტროში და წულუკიანთან ერთად კაბინეტში იკეტებოდა, მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა თავისი საყვარელი ნუგზარ კაკულია იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორს მოდგილედ დანიშნა. ამჟამად წყვილი იტალიაში იმყოფება, საიდანაც წასლას აპირებენ საფრანგეთში, ახალი წლის შესახვედრად. ხაზგასმით ვამბობ, კაკულია თეას საქმრო არ არის და არც ის ადამიანია, რომელზეც ცოტა ხნის წინ თვითონ ლაპარაკობდა, ჩემი შეყვარებული უცხოეთში ცხოვრობსო.

ნუგზარ კაკულია 1984 წელს თბილისში დაბადა. აქვს მენეჯერული მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება. არის მარკეტინგის ანალიტიკური მიმართულების სპეციალისტი. მიღებული აქვს უმაღლესი განათლება თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულები კარატეში, არის შავი ქამრის მფლობელი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. მოკლედ, ბიჭი 29 წლისაა, გოგო 38 წლის, მათ შორის სხვაობა 9 წელია. ამიერიდან, თეა წულუკიანს აღარ აქვს უფლება, "ნაციონალებს" წამოაძახოს, 9 წლის განმავლობაში ამას აკეთებდით და იმას აკეთებდითო. ხუმრობა იქით იყოს, ჩვენ სასაცილოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე, ადრეც დავწერე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თეა წულუკიანის გათავისუფლების საკითხი უკვე არაერთხელ დადგა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში, ბატონ ბიძინას მთელი 3 თვის განმავლობაში არწმუნებდნენ, ეს ქალი არასერიოზულია და გაუშვიო, მაგრამ რატომღაც ბოლო მომენტში მაინც თავი შეიკავა. სხვათა შორის, თავად წულუკიანი დარწმუნებული იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში ვეღარ მოხვდებოდა და როცა მინისტრებს შორის ეგეც დაასახელეს, პირი დააღო გაოცებისგან. როგორც "ალიასთან" საუბარში ინკოგნიტო წყარო ამბობს, წულუკიანი უკვე შეგუებული იყო და ჩემოდანიც ჩალაგებული ჰქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში მისი დატოვება მაინც გადაწყვიტეს. როგორც ჩანს, ქალბატონი მინისტრი თავის პარტიულ შეფს, ირაკლი ალასანიას ბაძავს, რას მიქვია დაძაბული სიტუაცია და ქვეყნის სიღარიბე? თუ მაგარი მინისტრი ხარ, სულ მცირე, წელიწადში ორჯერ მაინც უნდა "გაგულავდე" ან დუბაის მიმართულებით, ან კიდევ ევროპის მიმართულებით. სხვათა შორის, ავი ენები იმასაც ამბობენ, წულუკიანს მთავრობაში ისე გაუფუჭდა საქმე, არ არის გამორიცხული, ახალი წლის შემდეგ განცხადებაც დაწეროს გადადგომის თაობაზეო. ვნახოთ, იქნებ "დასვენებულმა" წულუკიანმა მართლაც მოიფიქროს და თავად შეეშვას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას?! - წერს "ალიას"

http://pirveliradio.ge/?newsid=17266

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100