სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გორბაჩოვი „შპიგელს“: ისინი იდიოტები იყვნენ, ჩვენ – ნახევრად იდიოტები

სსრკ–ს პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა, მიხეილ გორბაჩოვმა გერმანულ გამოცემა „შპიგელს“ განუცხადა, რომ სსრკ–ს შენარჩუნება აგვისტოს ცნობილი პუტჩის შემდეგაც შეიძლებოდა. მისი თქმით, მთავარი შეცდომა ის იყო, რომ სსრკ–ს რეფორმირება გვიან დაიწყო.

ინტერვიუს დროს გორბაჩოვმა ისიც თქვა, რომ პუტჩამდე ორი თვით ადრე ჯორჯ ბუშმა–უფროსმა დაურეკა და მოსალოდნელი გადატრიალების შესახებ გააფრთხილა, თუმცა, მან არ დაუჯერა.

„მე ვიფიქრე, რომ თუ მართლა გააკეთებდნენ ამას, ისინი იდიოტები უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი მართლაც იდიოტები იყვნენ, ჩვენ კი – ნახევრად იდიოტები, მათ შორის, მეც. ძალიან გადაღლილი ვიყავი, უკიდურესობამდე, მაგრამ მაინც არ უნდა გავსულიყავი შვებულებაში. ეს შეცდომა იყო“, – თქვა გორბაჩოვმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100