წლის ყველაზე სექსუალური ქალბატონი
მამაკაცების ჟურნალმა „Esquire“-მა 2012 წლის მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალი (Hottest Woman of 2012) დაასახელა. ონლაინ-გამოკითხვის შედეგად ყველაზე სექსუალური ქალბატონის სტატუსი 28 წლის ამერიკელ მსახიობს, მოდელს და პოკერის სპეციალისტს სარა ანდერვუდს მიენიჭა. მან ორი მილიონი ხმა მიიღო და თავისი მთავარი კონკურენტი კეტრინ მიდლტონი ჩამოიტოვა. უცნობია, Esquire.com-ის რამდენმა მომხმარებელმა დაუჭირა მხარი პრინც უილიამის მეუღლეს.
სარა ჯინ ანდერვუდმა სამოდელო კარიერა 2000 წელს დაიწყო. 2005 წელს იგი Playboy-სთვის გადაიღეს. 2006 წელს კი, გამოცემამ იგი თვის გოგონად დაასახელა. სამსახიობო კარიერა წლის ყველაზე სექსუალურმა ქალბატონმა 2007 წელს დაიწყო ფილმით - ,,ძალიან ეპიკური კინო.“
კომენტარი