შორენა ბეგაშვილს წითელი ვარდებისგან შეკრული დათვის ფორმის თაიგული მიართვეს
რადგან მოდელსა და ტელე წამყვან შორენა ბეგაშვილს ინსტაგრამზე უამრავი გამომწერი ჰყავს, სხვადასხვა კომპანიები ორიგინალური საჩუქრებით ანებივრებენ და ასე თავიანთ ბრენდსაც უწევენ რეკლამირებას. შორენა თითქმის ყოველ დღე ტვირთავს სოციალურ ქსელში ამა თუ იმ კომპანიისგან გაგზავნილი საჩუქრის ფოტოებს, თუმცა ეს უკანასკნელი ყველასგან გამოირჩევა - ყვავილების მაღაზიამ დათვის ფორმის თაიგული აჩუქა, რომელიც წითელი ვარდებისგან არის შეკრული.
კომენტარი