სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კვარაცხელია სუპერვარსკვლავი ხდება" - რას წერს UEFA ქართველი ფეხბურთელის შესახებ "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე

ფეხ­ბურ­თის ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვის, ხვი­ჩა კა­ვა­რა­ცხე­ლი­ას შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უკვე აღა­რა­ვის­თვი­საა უცხო. ბოლო თვე­ე­ბია ევ­რო­პის სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­რო მისი ნი­ჭით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას არ მა­ლავს. იტა­ლი­უ­რი "ნა­პო­ლის“ ფეხ­ბურ­თე­ლი საკ­ლუ­ბო დო­ნე­ზე წარ­მა­ტე­ბის გარ­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლია ეროვ­ნულ ნაკ­რებ­შიც. "ერთა ლი­გა­ზე“ სა­ქარ­თვე­ლომ ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი წა­უ­გებ­ლად და­ას­რუ­ლა და ამის ერთ-ერთი მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­აა. მან "ერთა ლი­გის“ ეგი­დით გა­მარ­თულ 9 მატჩში 6 გოლი გა­ი­ტა­ნა და 5 სა­გო­ლე გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა. აღ­ნიშ­ნულ ფაქტს უე­ფას ეროვ­ნუ­ლი ლიგა "ტვი­ტერ­ში" ეხ­მი­ა­ნე­ბა. ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში ნათ­ქვა­მია, რომ "კვა­რა­ცხე­ლია სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი ხდე­ბა.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100