სასტუმრო „ლეოგრანდეში“ დაღუპული მარად შანთაძეს 10 წლის წინ ახალგაზრდა დეიდაშვილი დაღუპვია და ნახეთ რას წერს მათი ნათესავი
სასტუმრო „ლეოგრანდეში“ დაღუპული მარად შანთაძეს 10 წლის წინ ახალგაზრდა დეიდაშვილი დაღუპვია და ნახეთ რას წერს მათი ნათესავი სოციალურ ქსელში:
„სულ რამოდენიმე დღე გავიდა რაც ჩვენს გვერდით არ ხარ, ჩემო მარად უმწიკლო და სპეტაკი ადამიანი იყავ. შენი მიზნები სიცოცხლეს ერთვოდა. ზებუნებრივი ძალით მიემართებოდი სიმაღლეების დასაპყრობად. გქონდა ბევრი ოცნება, მაგრამ ვაი, რომ დაჰკრა უბედურების ზარმა. ფეხქვეშ გამოგეცალა მიწა და სასუფეველში დაიმკვიდრე ადგილი. იმ ქვეყნად კი შენი საყვარელი დეიდაშვილი დათო გელოდება. ორმა მარადჩაბუკმა ვაჟკაცებმა (მარადიმ და დათომ) ერთმა 10 წლის წინ, მეორემ კი ახლახან დატოვეთ გულმოკლული მშობლები, დედმამიშვილები და უახლოესი სანატესაო წრე. ბუმბულივით მსუბუქი იყოს თქვენს გულზე დაყრილი მიწა“.
კომენტარი