„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა
თბილისი, 9 მარტი, 2017 – „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ წელს პირველი კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ოფიციალური ცერემონია გამართა. ღონისძიებას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრიც ესწრებოდა, ალექსანდრე ჯეჯელავამ უნივერსიტეტის რექტორთან აკაკი ხელაძესთან ერთად, კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (MBA) რამდენიმე წელია არსებობს და წელს პირველი კურსდამთავრებულები ყავს.
საქართველოს ბანკის უნივერისტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში (MBA) მიღებას ყოველ წელს აცხადებს. აღნიშნული პროგრამა,
2 წლიანია და სტუდენტები დაფინანსების ან სწავლის საფასურის გადახდის უნიკალური პირობებით სარგებლობენ. მიღებული სტუდენტების საუკეთესო 10 სტუდენტი სრულ სტიპენდიას იღებს და არ იხდის სწავლის საფასურს, შემდეგი საუკეთესო 20 სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას იწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილებულია 4 წელზე. ყველა ჩარიცხულ სტუდენტს აქვს შანსი სწავლის განმავლობაში მიიღოს 100%-იანი დაფინანსება ან მოიპოვოს უფლება გადასახადი გადაიხადოს მას შემდეგ, რაც დაასრულებს სწავლას.
წელს, საქართველოს ბანკის უნივერისტეტმა, მიღება გამოაცხადა აბიტურიენტებისთვის, ვისაც სურს სწავლა განაგრძოს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე (BBA). ბაკალავრიატის პროგრამა გამოირჩევა, მნიშვნელოვანი ბენეფიტებით, ისეთი როგორიც არის: ხარისხიანი განათლება, სწავლის დაფინანსების რეალური შესაძლებლობები და პრაქტიკული გამოცდილება. სწავლის პროცესში, ყველა სტუდენტისადმი ინდივიდუალურია მიდგომა, ყველა მათგანი იღებს უნიკალურ პრაქტიკულ გამოცდილებას და თანამედროვე თეორიულ ცოდნას.
დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკის პროგრამებთან დაკავშირებით ეწვიეთ: www.bog.edu.ge
კომენტარი