სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეების დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა

ბავშვთა სამყარო“-ში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების დასახმარებლად, ს.ს. "სავაჭრო ცენტრი ბავშვთა სამყაროს" ხელმძღვანელობის ინიციატივით, სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანებამ საქველმოქმედო ანგარიში გახსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხა ჩარიცხოს. შეგროვილ რესურსს, ფონდის მესვეურები “ბავშვთა სამყარო"-ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ყველა დაზარალებულზე გადაანაწილებენ. მოვაჭრეებისთვის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ საბანკო ანგარიშებზე შეუძლიათ:

ს.ს. ,,თიბისი ბანკი" GE48TB7503936020100002 ს.ს.

,,ვითიბი ბანკი" GE42VT6600030033003602 ს.ს.

,,ხალიკ ბანკი საქართველო" GE02HB0000000000593608

მიმღები - ააიპ სავაჭრო - კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება.

საქველმოქმედო ზარის განხორციელება ასევე შეგიძლიათ საქართველოს ნებისმიერი ოპერატორიდან ,,მაგთის", ,,ჯეოსელის" და ,,ბილაინის" აბონენტებს, შემდეგ ნომერზე 0 901 901 959. ზარის ღირებულება 1 ლარია.

სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანება სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნესმენებსა თუ რიგით ადამიანებს მოუწოდებს, უბედური შემთხვევით დაზარალებულ თანამოქალაქეებს ხელი გაუმართონ. შეგახსენებთ, რომ ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" 30 იანვრის დილის 3 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის შედეგად შენობა მთლიანად დაიწვა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც როგორც "ბავშვთა სამყაროს" სავაჭრო ცენტრში ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100