სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დაუნდობლად ეცა ჩემ შვილს, მიაყენა ფიზიკური დაზიანება" - გორში ბაღის დირექტორს ძალადობაში ადანაშაულებენ

გორის მე-10 საბავშვო ბაღის ხელმძღვანელს მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს. ინციდენტი კომბინატის დასახლებაში მოხდა. 13 წლის მოზარდს ამ დრომდე ეტყობა ძალადობის კვალი. ბაღის დირექტორი სამართალდამცავებს ჯერ არ გამოუკითხავთ, რადგან სავარაუდო მსხვერპლის დედას პოლიციისთვის ჯერ არ მიუმართავს.

"გუშინ ბავშვების ჩხუბზე დაუნდობლა ეცა ჩემ შვილს, მიაყენა ფიზიკური დაზიანება, ბავშვი გამოგზავნა ტირილით. მხარზე აქვს დარტყმული, ხელით სცემა ბავშვს. მაგის ახლობელი, თუ არ ვცდები დავით დევდარიანი, მწერს, მიკავშირდება, იმუქრება, მაყენებს შეურაცხყოფას. პირველ რიგში, მინდა პასუხი აგოს თავის სიტყვებზე", - ამბობს მოზარდის დედა. 

ბაღის დირექტორი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ დავას ცილისწამების გამო აპირებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100