ზაალ უდუმაშვილი: მინდა მივმართო ივანიშვილს, ომი ჯერ არ დასრულებულა
„დღეს ქართულმა სასამართლომ თავის რეალური სახე დაანახა საზოგადოებას" - ეს განცხადება რუსთავი 2-ის განერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა, სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა.
„ის დრამატული სერიალი, რომელიც გადაიცემოდა რუსთავი 2-ის ეთერში,დღეს დასრულდა ისე, როგორც ხელისუფლებას უნდოდა. მე მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად ხელისუფლებას, ეს ბრძოლის ეტაპებია. თქვენ შეიძლება ამ ბრძოლის ეტაპში დღეს გამარჯვება მოიპოვეთ, მაგრამ გარწუმებთ, ომი ჯერ არ დასრულება, და ამ ომს აუცილებალად მოიგებს რუსთავი 2“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ზაალ უდუმაშვილი ქიბარ ხალვაშის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. „ის თავის განცხადებაში საუბრობს სიტყვის თავისუფლებაზე. ბატონო ქიბარ, თქვენ თუ გინდათ ჟუნრალისტების უფლებების დაცვა, მაშინ ამ ტელევიზიას არ წაართმევთ ჟურნალისტებს,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქიბარ ხალვაშმა, საინფორმაციო სააგენტო გურია ნიუსთან საუბრისას განაცხადა, რომ დაიცავს სიტყვის თავისუფლებას და რუსთავი 2-ის ყველა თანამშრომლის ძველ ისტორიას არ ექნება უარყოფითი ზეგავლენა მათ მომავალზე.
ვიდეო http://rustavi2.com/ka/news/49041
კომენტარი