სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართვერლოს ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მერვედფინალშია

პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - პორტუგალიასთან მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია.

პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.

ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 4 ცვლილება განახორციელა. დაცვით ხაზში საბა კვერკველია გიორგი გველესიანმა შეცვალა, ხოლო გიორგი წიტაიშვილის მაგივრად მინდორზე ლუკა ლოჩოშვილი გამოჩნდა. ნახევარდაცვაში ანზორ მექვაბიშვილის მაგივრად ოთარ კიტეიშვილი ვიხილეთ, რომელმაც ტრავმის მოშუშება მოახერხა, ზურიკო დავითაშვილი კი გიორგი ჩაკვეტაძემ ჩაანაცვლა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრების დაცვითი ხაზი და მეკარე შეუდარებლები იყვნენ. მამარდაშვილი ისე თამაშობდა, თითქოს წარმოუდგენელი იყო, რომ გოლი გაეშვა და ასეც მოხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100