სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოდბეში საბავშვო ბაღის ჭერი ჩამოვარდა - კომპანია, რომელმაც სამუშაო შეასრულა "ოცნების" მაღალჩინოსანის ოჯახს ეკუთვნის

სოფელ ზემო ბოდბეში საბავშვო ბაღის ჭერი ჩამოვარდა. საბედნიეროდ, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ზარალი 1000 ლარამდეა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სოფელ ზემო ბოდბეში მდებარე საბავშვი ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაო 2016 წელს განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4000 ლარამდე თანხა დაიხარჯა.

კომპანია, რომელმაც სამუშაო შეასრულა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შვილს ეკუთვნის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100