სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხელ სააკაშვილი ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

მიხელ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს - განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა.

სააკაშვილის თქმით, მას არ ეძლევა ქვეყანაში შემოსვლის საშუალება, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორია პარტიულ საქმიანობაში. მისივე განმარტებით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა კარგად აჩვენა გაერთიანებული ოპოზციის ერთიანი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პოტენციალი. თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიუხედავად მისი პირადი სიმპათიებისა, ახალი ლიდერი პარტიამ საყოველთაო კენჭისყრით უნდა აირჩიოს.

"ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი, მე არ მიშვებს ქვეყანაში, ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში, სულ ახლახან დავით კირკიტაძე დააპატიმრეს და ეს რა თქმა უნდა, ართულებს ორგანიზაციის მუშაობას. იმისთვის, რომ ეს გადაილახოს, ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად მოქნილები და ვაკეთოთ ისეთი რამ, რაც არც შეაჩერებს არც ერთი დღით ჩვენს ბრძოლას. ამიტომ ამ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა. რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე.

ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკურ საბჭოში, მაგრამ როგორ უნდა შეირჩეს ეს ხალხი, ვინ უნდა შეარჩიოს – ჩვენ გვყავს 400 ათასი რეგისტრირებული აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები არა ვიღაცების მეშვეობით, არა კულისებში, არა ვიღაცების ერთმანეთში მოლაპარაკებით, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმები, რომელიც არსებობს, ამის საშუალებას იძლევა. შეგვეძლება ხმა მივცეთ ჩვენი „აიფონით“, აპლიკაციით, რომელიც გექნებათ „აიფონში“,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100