კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის შემაძრწუნებელი ვიდეო რეანიმაციიდან
ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულმა ერთ-ერთმა რეზიდენტმა ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ჩაიწერა ვიდეო, სადაც ის ოჯახსა და კოლეგებს დაავადების საშიშროების შესახებ აფრთხილებს.
როგორც 39 წლის ტარა ჯეინ ლანგსტონმა Daily Mail- ს განუცხადა, ის ხუთი დღის განმავლობაში თავს ცუდად გრძნობდა. ჯერ ექიმებმა მას ფილტვის ინფექცია დაუდგინეს, შემდეგ კი პნევმონია. პაციენტს ანტიბიოტიკები დაუნიშნეს, ასევე პარაცეტამოლი და იბუპროფენი, რომლებმაც, ქალბატონის აზრით, მხოლოდ გააუარესა მისი მდგომარეობა. რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა მისი ტესტების შედეგებიც, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენეს კორონავირუსზე. ამის შემდეგ კი მდგომარეობა უფრო გაუარესდა.
იქ მყოფებმა პალატაში ჩაწერეს ვიდეო, რომელშიც ტარას ხველა და მძიმე სუნთქვა აქვს. მისი თქმით, ფილტვებში მისი ყოველი სუნთქვა "ბრძოლად" იქცა.
"მე ინტენსიური თერაპიაში ვარ და არ შემიძლია სუნთქვა მილის გარეშე. მათ უნდა დაეყენებინათ გადასხმა და კათეტერი და ათჯერ უკეთესად ვიქნებოდი ახლა, ვიდრე ვარ, ძლიან ბევრი დრო დამაკარგვინეს, ამას ვინტილატორიც დაემატა და მდგომარეობა გამირთულდა". - ამბობს პაციენტი.
ლენგსტონმა ყველა მწეველს მოუწოდა უარი თქვან ცუდ ჩვევაზე, რადგან მათ "ჯერ კიდევ სჭირდებათ მათი ფილტვები".
”გთხოვთ, ნუ გამოცდით ბედს. ამას სერიოზულად ვამბობ. იმიტომ რომ, თუ აქ მოხვდებით, ყველაფერი ცუდად იქნება, ამიტომ მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და დარჩით სახლში”, - მოუწოდებს ტარა საზოგადოებას.
უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა
კომენტარი