გერმანულმა ვებ–გვერდმა ქვეყნების სიაში აფხაზეთი ჯერ ჩაწერა, მერე კი ამოიღო
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იაფად და ხელსაყრელ ფასში დარეკვის გერმანულმა ვებ–გვერდმა ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი მიუთითა. გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა, კერძოდ კი მიხეილ ჯაფარიძემ, გერმანიაში საქართველოს საელჩოს ოფიციალური წერილი მისწერა, სადაც ზემოთაღნიშნუილი ფაქტი აღწერა და ბმულიც მიუთითა. წერილს საელჩოდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა: ვებ–გვერდს საელჩოდან ოფიციალურიად დაუკავშირდნენ და ახსნა–განმარტება მოსთხოვეს. ვებ–გვერდის ადმინისტრაციამ შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა და საქართველოს საელჩოს ზარიდან ერთ საათში აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო.
კომენტარი