სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაგდა პაპიძე: მე ოთო კი არა ღმერთი ვერ ჩამინაცვლებდა ჩემი ქმრისა და შვილის სიყვარულს

ნანუკა ჟორჟოლიანს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ციხიდან მაგდა პაპიძემ . ბრალდებულმა თავად მიწერა ნანუკას წერილი ციხიდან და დაჰპირდა, რომ ღიად იტყოდა ყველაფერს, მაგრამ არ სურდა, რომ ამ ყველაფერს დაკითხვის ფორმა ჰქონოდა.

პაპიძემ ნანუკასთან თქვა, რომ ოთო ბერძენიშვილთან არ ჰქონია იმ დონის ინტიმური ურთიერთობა.

არაფერს ვგეგმავთ, მე ოთო კი არა ღმერთი ვერ ჩამინაცვლებდა ჩემი ქმრისა და შვილის სიყვარულს, როგორ შეილება პირადი ურთიერთობის გამო დედამ შვილი მოკლას?

თორნიკე საღსალამათი ჩავსვი მანქანაში რემენი გადავუკარი, სუნთქავდა შეუძლებელი იყო იმის გააზრება რომ თოკო არ იყო...მითხრეს, რომ ცოცხალი იყო და მიხედავდნენ ექიმები, რატომ მომატყუეს?“

ასევე მაგდა პაპიძემ დედამთილი დაადანაშაულა იმაში, რომ ლილიმ იცის რომ დამნაშავე არ ვარ და ტყულად მადებს ხელსო.

აქვე აღსანიშნავია, რომ მაგდა პაპიძე საუბრობს ქალზე, რომელიც ომარის ჰყავდა - „ომარის ჰქონდა ურთიერთობა ქალთან,თან ისიც გაიგეთ ალბათ, რომემი ქმარი ხშირად ქირაოდბა ბინებს, არ მინახავს ისინი ერთად საწოლში, არ მიმხელდა რა ჰქონდა ამ ქალთან, მაგრამ მე ნაპოვნი მაქვს სადარბაზოში წითელი თმა , რომელიც ვიცი, რომ მაგ ქალისაა, არვიცი ქმარმა გაუგო თუ რა მოხდა მაგრამ მკვლელობის ერთ ვერსიად ამას განვიხილავ

მეორე ვერსიად პაპიძე განიხილავს იმას რომ მის ქმარს ფული ჰქნდა მისატანი ვიღაც ტიპისთვის და არ მიუტანა, ასევე ასახელებს ერთადერთ მოწმეს ბექა მჭედლიშვილს, რომელზედაც ამბობს, რომ გადამალეს.

ნანუკასთან ინტერვიუში პაპიძე პოლიციას წამებასა და ცემაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ საშინლად ექცეოდნენ, რაზეც ნანუკამ უთხრა, რომ ეს ბრალდება ექსპერტიზამ არ დაადასტურა, თუმცა მაგდა, მაინც ამტკიცებდა, რომ მასზე ნამდვილად იძალადეს, და იმასაც აღნიშნავს, რომ მაიძულებდნენ ოთო ბერძენიშვილი დამედანაშაულებინა და მაგიტომ მოხდა წამებაო.

ეგახსენებთ, რომ 2016 წლის 4 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე, ახალგაზრდა ქალს სასჯელის სახედ და ზომად უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100