სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კვირიკაშვილის კომენტარი მარგველაშვილის ოჯახზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ოჯახის წევრის სახლის ჩხრეკაში პოლიტიკურ კომპონენტს გამორიცხავს.

როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ამ საკითხზე პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ ესაუბრა და შინაგან საქმეთა მინისტრს ამ საკითხის სასწრაფოდ გარკვევა მაშინვე დაავალა. "გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს შანტაჟი და მასში იყოს პოლიტიკური კომპონენტი. თუ აქ იყო რაიმე პროცედურული დარღვევა, შესაბამისი რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოვრიცხავ, რომ აქ იყოს რაიმე პოლიტიკური კომპონენტი. ვფიქრობ, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე, ნებისმიერმა ჩვენგანმა, მეც, პრეზიდენტმაც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც, უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სამართალდამცავებს და, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე ყველანი ვართ თანაბარი" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვას, მიიღებს თუ არა პრეზიდენტის შეთავაზებას, შეხვედრასთან დაკავშირებით, პრემიერმა უპასუხა, რომ მას კონსტრუქციული, საქმიანი ურთიერთობა აქვს, როგორც პრეზიდენტთან, ისე პარლამენტის თავმჯდომარესთან, შესაბამისად, შეხვედრისთვის მზად არის.

პრემიერმა ასევე უპასუხა კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბრალი წარდგენილია და საკითხი სასამართლოშია, შესაბამისად, მისი მხრიდან რაიმე დამატებითი ქმედება ამ შემთხვევაში შეუძლებელია, ხოლო პოლიტიკური შეფასება არაერთხელ გააკეთა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100