სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგა ხაჩიძეს ქალის მკვლელობას აბრალებენ

უცნობმა პირმა პარლამენტარ გოგა ხაჩიძეს ქალის მკვლელობა დააბრალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ხაჩიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

„გუშინ, ვიღაც კაცი მოვარდა ჩემთან და ყვირის: აი ამან მოკლა ქალიო და ხელში ეჭირა რაღაც ფოტოები.
ამის შემდეგ მთელი ჩემი ძალისხმევა იქითკენ იყო მიმართული, რომ ეს ფოტოები ჟურნალისტებისთვის ეჩვენებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, გაურკვეველ ქაღალდებს აფრიალებდა და გაჰკიოდა ამან ქალი მოკლაო!...

"ოცნების" კლასიკური რიტორიკაა: ამან მოკლა ქალი, ამან შეჭამა ბავშვი, ამან დაანგრია ეკლესია, ამან დაბომბა ხიროსიმა და "დაჟე" ასტეროიდი "აპოფისი" სინამდვილეში ეს არის და განადგურებით ემუქრება პლანეტას...“ - წერს ხაჩიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100