სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალი, რომელსაც რომანი ჰქონდა ანჯელინა ჯოლისთან და მადონასთან

მე თავად ვიყავი გაოცებული იმის აღმოჩენით, რომ გრძნობები რომლებიც ყოველთვის მამაკაცების მიმართ მქონდა, ქალის მიმართ ვიგრძენი, ოღონდ უფრო ძლიერად. გაცილებით ძლიერი ვნებით მინდებოდა მეკოცნა და შევხებოდი! “- ეს სიტყვები ანჯელინა ჯოლიმ 2003 წელს ჯენი შიმუზუსთან რომანზე საუბრისას წარმოთქვა.

ჯოლის ბისექსუალობა არასოდეს ყოფილა საიდუმლო, პირველ ქმართან ჯონი ლი მილერთან დაშორების შემდეგ ფილმში ‘’ჯია’’ მან გაიცნო მსახხიობი ჯენნი შიმიზუ. ჯენისა და ანჯლინას ურთიერთობა იმდენად სერიოზული იყო, რომ ჯოლიმ ერთ-ერთ ინტერვიუში ხმამაღლა განაცხადა: „რომ არა ჩემი წარუმატებლობა ქორწინებაში აუცილებლად დავქორწინდებოდი ჯენნიზე. მე შემიყვარდა ის დანახვის პირველი წამიდანვე.“

არატრადიციული ორიენტაციის მქონე, წარმოშობით იაპონელი მოდელი, ქალბატონი ჯენნი შიმიზუ 1967 წლის 16 ივნისს დაიბადა. 90 იან წლებში რამოდენიმე ფილმშიც გადაიღეს. ანჯელინასთან დაშორების შემდეგ, 2005 წელს ის რებეკა ლუსზე დაქორწინდა.

მსოფლიოს ულამაზეს ქალთან დაშორების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად კი ჯენი შიმიზუსა და პოპის დედოფალ მადონას რომანი სახელდება. როგორც შიმიზუმ მოგვიანებით განაცხადა ანჯელინა ჯოლის პარალელურად ის მადონასაც ხვდებოდა. „მადონა ჩემი სექსუალური მონა იყო“-განუცხადა ჟურნალისტებს ჯენი შიმიზუმ 2007 წელს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100