სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი ვიდეო, სადაც კადაფის ბოლო სიტყვა ისმის: „ჰარამ! (ტაბუ)“ - თქვა მან და მოკვდა

Sky News-მა სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ექსკლუზიური კადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ 69 წლის მუამორ კადაფი, რომელიც დაჭრილი იყო და ამბოხებულებს არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა, ფაქტობრივად, ლინჩის წესით გაასამართლეს.

კორესპონდენტი იტყობინება, რომ ვიდეოს გაშიფვრისას კარგად ისმის, როგორ მიმართავს კადაფი ამბოხებულებს: ის შუბლიდან სისხლს იწმენდს, მეამბოხეებს აჩვენებს და მათი მისამართით, ვინც იარაღს უმიზნებს და უსუსურ მდგომარეობაში მყოფს სახეში ურტყამს, ხმადაბლა ამბობს: „რას შვრებით? რასაც თქვენ აკეთებთ, ისლამი კრძალავს. საერთოდ იცით, რა შეიძლება და რა არა? გონს მოეგეთ...“ - ამ სიტყვების მიუხედავად, ამბოხებულებმა მძიმედ დაჭრილი ლიბიის ყოფილი ლიდერის ცემა ისევ გააგრძელეს.

„ჰარამ!“ - ამბობს ვიდეოში კადაფი, რაც ისლამური სამართლის მიერ აკრძალულ ქმედებას ნიშნავს და დაახლოებით ქართული „ტაბუს“ მსგავსი ტერმინია. ამ ტერმინით იგი გამხეცებული მეამბოხეების შეჩერებას ცდილობდა, მაგრამ ისინი მის ცემას და მომაკვდავ, გასისხლიანებულ კადაფისთან ფოტოების გადაღებას აგრძელებდნენ. Sky News-ის ცნობით, სწორედ ეს სიტყვა - „ჰარამ!“ - იყო კადაფის ბოლო სიტყვა და მისი წარმოთქმის შემდეგ სულიც განუტევა. ექიმის განცხადებით, თავში ტყვია მას სიკვდილის შემდეგ აქვს მოხვედრილი...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100