თეონა კონტრიძის "თბილისო" და თოფურიას "სხვაგან ასეთი ვარაზი" სოჭში გამართულ "ახალ ტალღაზე" - თეონას საქართველოს დროშის მსგავსი კაბა აცვია, რომელიც ქეთამ მისთვის შექმნა (ვიდეო)
მომღერალი თეონა კონტრიძე “ახალ ტალღაზე” მიიწვიეს, სადაც მან “თბილისო შეასრულა. მომღერლის სცენაზე გამოსვლის შემდეგ, მსმენელთა ყურადღება მისმა კაბამ მიიქცია.
ვიდეოში ჩანს, რომ კაბა საქართველოს დროშის მსგავსია. როგორც ცნობილია, ის ქეთა თოფურიამ შექმნა და კონტრიძეს კონცერტამდე აჩუქა.
“ახალი ტალღა” სოჭში იმართება, სადაც ასევე სოსო პავლიაშვილი, ვალერი მელაძე და ქეთა თოფურია იმყოფებიან.
კომენტარი