სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა გვარამია: რუსთავი 2-ის ბაზარზე გაჯიდიესდა. პირდაპირ, ორმაგ და სამმაგ ხელფასებს სთავაზობს წამოსულებს. გამოიცანით ვისი სტილია?

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თვლის, რომ "R2 ბაზარზე გაჯიდიესდა".

როგორც გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, არხიდან წამოსულებს ორმაგ და სამმაგ ხელფასებს სთავაზობენ.

"R2 ბაზარზე გაჯიდიესდა. პირდაპირ, ორმაგ და სამმაგ ხელფასებს სთავაზობს წამოსულებს. გამოიცანით ვისი სტილია?

ხო მართლა, ამ სტილის გაგრძელებაც ხო ნანახი გვაქვს: დახურული ტვ9, GDS, გადაყრილი თანამშრომლები, გაფარჩაკებული ცნობილი სახეები.

ვისაც გჯერათ, რომ გაკოტრებული რ2 ჩვეულებრივ კი არა, სამმაგ ხელფასებს გადაგიხდით, თქვენი ნებაა. სინამდვილეში, მშვენიერი ფილტრია: ერთდროულად ავლენს გონებრივ შესაძლებლობებს და მორალური დეგრადაციის დონეს (ივანიშვილის ტვზე მუშაობას სხვას ვერ დავარქმევ).

მოკლედ, წამსვლელი წავიდეს. ჩემთვის მთავარი დამრჩენია"- წერს გვარამია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100