ნამდვილი ქალის 7 საიდუმლო
ელეგანტურობა და დახვეწილობა ქალის აუცილებელი იარაღია, რომელიც იკვეთება ყველა დეტალში. სიარულის მანერა, დგომა, საუბარი, ხმის ტემბრი, მტევნების მოძრაობა, მსუბუქი ღიმილი - ეს ის აუცილებელი წვრილმანებია, რომლებიც ერთიანობაში ქალს ელეგანტურად წარმოაჩენს და რომელზეც მამაკაცები ყურებამდე იყვარებენ ქალებს.
ჰოლივუდში სამსახიობო კურსებზე სწორედ ამ მანერებს ასწავლიან ქალებს იმისთვის, რომ თავდაჯერებულნი და მომაჯადოვებელნი იყვნენ ნებისმიერ როლში. თუმცა, მხოლოდ შესწავლა არაფრის მომცემია, თუ შინაგანად არ შეიგრძნო და გაითავისა გოგონამ, იმისთვის, რომ ნამდვილ ქალად იქცეს. გარეგნული ვიზუალი არაფრის მომცემია, თუ შინგნიდან არ წამოვიდა ის მუხტი, რაც მთლიანად ცვლის იერს.
„მის ელეგანტურობის“ მანერები და ქცევები ყოველთვის გააზრებულია. მუშაობისას თუ უბრალოდ მეტროთი მგზავრობისას ქალი თუ გონებაგაფანტულია, ეს მის ვიზუალსა და ქცევებში აისახება, ეკარგება თავდაჯერებულობა და საბოლოოდ მას არავინ უყურებს ისე, როგორც მომხიბვლელს. აუცილებელია, ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარ თავს გამოფხიზლებისკენ მოუწოდოს და შინაგანი სიდინჯითა და თავდაჯერებულობით სხვებიც აცდუნოს. ელეგანტური ქალი საკუთარ თავს ყოველ წამს შეიგრძნობს - ეს ცხოვრების წესად აქვს ქცეული.
დახვეწილობა ჩვევაში აქვს გადასული. ამ ჩვევის გამომუშავება ძალიან მარტივია - ყოველთვის უნდა ფიქრობდეთ თქვენს სახეზე, აკონტროლებდეთ სიარულის მანერას, სულ რომ მარტო იყოთ, ისე უნდა იქცეოდეთ, თითქოს სხვისი მოხიბლვა გსურთ. ცოტა ხანში ჩვევაში გადავა ეს ქცევები და სულ უფრო გაღრმავდბა.
ელეგანტურ ქალს საკუთარი თავი ძალიან უყვარს. საკუთარი თავის სიყვარული საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის პირდაპირპროპორციულია, ეს კი სხვის ქცევებზეც აისახება და ასეთი ქალი ავტომატურად ყველა ადამიანში პატივიცსემით სარგებლობს. ქალს საკუთარი თავი უყვარს - ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ძალიან ბევრს უყვარს. თუმცა ზღვარი ყველაფერში უნდა არსებობდეს. ამპარტავნობა და სხვების დამცირება ელეგანტურობის იმიჯს ქვევით წევს.
ნებისმიერ ვითარებაში ბალანსს იცავს. დახვეწილ ქალს შეუძლია ემოციების მართვა. ცუდ ამბავსაც ღირსეულად იღებს და შესაძლოა, ამაზე მსუბუქადაც გაიხუმროს. ის არასდროს მისცემს თავს უფლებას, ცუდი ამბის გამო სისუსტე გამოავლინოს.
კომპლიმენტებსა და გამოპარულ მზერას დიდ ყურადღებას არ აქცევს. თუ უცხო თვალი მას დაჟინებით აკვირდება, ქალი ამას გრძნობს, თუმცა არ იმჩნევს, თითქოს ეს ჩვეული სიტუაციაა და არაფრის მომცემია. კომპლიმეტზე კი მხოლოდ მოზომილი ღიმილითა მადლობით შემოიფარგლება, ყოველგვარი ემოციების გარეშე.
თავს კომფორტულად გრძნობს საკუთარ სხეულში. დახვეწილი ქალი ზედმეტ კილოგრამებზე ხასიათს არ იფუჭებს, სანამ თავის წონას დაუბრუნდება, შესაბამის სამოსს იცვამს, რომელშიც ასევე საოცრად გამოიყურება და ამ დროს არც ისე მარტივი იქნება მომატებული წონის შემჩნევა. თავს კომფორტულად გრძნობს და მის ზომებსაც არავინ აკვირდება.
ელეგანტური ქალი არ მოქმედებს წესების დაცვით. ეს არის ბოლო საიდუმლო, რაც მნიშვნელოვანი დეტალია ამ ერთიანობის. ქალი წესების მიხედვით არ უნდა იქცეოდეს, ის სიტუაციას ერგება. ასე, მაგალითად, თუ პიკნიკზე წასვლას გადაწყვეტს ტყეში საყვარელ ადამიანთან ერთად და იცის, რომ სპორტულ ტანისამოსში ელეგანტური იერი წინ ვერ წამოიწევა, ეცდება მოხერხებულად ჩაიცვას, მაგრამ არა სპორტულად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი წავა პიკნიკზე, თუმცა არის ოქროს შუალედი - სიტუაციას მორგებული სამოსი, რომელიც მოხერხებულიც იქნება და ამ დროს ბრწყინვალე იერიც შეუნარჩუნდება.
კომენტარი