აშშ-ის საელჩო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს მიესალმება
აშშ-ის საელჩო რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება.
როგორც "პირWელს" საელჩოდან აცნობეს, "აშშ-ის საელჩო მიესალმება საქართველოს გადაწყვეტილებას, ბევრი რელიგიური აღმსარებლობისა და კონფესიის სამართლებრივი სტატუსი შეასწოროს".
"რელიგიის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ის სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული საზოგადოების მნიშვნელოვანი ელემენტია. თანამოქალაქეთა რწმენის მიმართ ტოლერანტობა თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების საყრდენია. ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს თითოეული მოქალაქის აღმსარებლობის თავისუფლებას, მუქარისა და ანგარიშსწორების შიშის გარეშე. პატივს ვცემთ აგრეთვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრებაში. აღმსარებლობის თავისუფლებაცა და მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლიც საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული," - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
კომენტარი