სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: "რუსეთი აფხაზეთის შენარჩუნებას ვერ შეძლებს..."

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "რუსეთი აფხაზეთის შენარჩუნებას ვერ შეძლებს, რადგან რაც საქართველოს ეკუთვნის, მას არ შერჩება".

ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს ვენეციის ბიენალეზე შვეიცარიის პავილიონში ქართველი მოქანდაკის ანდრო ვეკუას ნამუშევრების დათვალირებისას განაცხადა.

"სოხუმი დაცემამდე" - ასე ჰქვია ქართველი მოქანდაკის კომპოზიციას, რომელიც 15 ნაგებობისგან შემდგარი შენობების კრებულს წარმოადგენს.

გამოფენა მიხეილ სააკაშვილმა და პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა დაათვალიერეს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, "სოხუმის იერსახის აღსაწერად შექმნილი ქანდაკებები ამ ქალაქის დიდებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს".

"დააკვირდით, რომ საბჭოთა დროიდან სოხუმზე კარგი სიმღერა პრაქტიკულად არ შემოგვრჩა, არ იწერებოდა ლიტერატურული ნაწარმოებები აფხაზეთზე, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დროს ეს აკრძალული იყო. ქართველ მწერლებსა და კომპოზიტორებს შეეძლოთ ძირითადად თბილისზე და ცოტა ქუთაისზე დაეწერათ. პოლიტბიურო სოხუმს იყო ჩაფრენილი და საქართველოსთვის მის დათმობას არ აპირებდა, ამიტომ საქართველოში სპეციალურად აფხაზეთზე ხელოვნების ნიმუშებიც კი არ იქმნებოდა, თუმცა მთელი აფხაზეთის კულტურა რომ ნახო, ეს თავიდან ბოლომდე ქართული კულტურაა უძველესი დროიდან. ანდრო ვეკუას ნამუშევარი მართლაც ნიშანდობლივია. ჩანს, რომ დამპყრობელი ქვეყნის მიზნები ვერ შედგა და მან ქართველი ხალხის მენტალიტეტიდან აფხაზეთი ვერ ამოშალა. ეს რუსეთისთვის მტკივნეულია და მისი ყველა მცდელობა აქეთკენაა მიმართული. ეს იმას ნიშნავს, რომ ის დაპყრობილის შენარჩუნებას ვერ შეძლებას იმიტომ, რომ რაც მას არ ეკუთვის, ის მას არ შერჩება. აფხაზეთი საქართველოს მრავალეთნიკურ ხალხს ეკუთვნის და ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს მრავალეთნიკური მოსახლეობის აშენებულია. ჩვენ ყველანი ამ ყველაფერს კანონიერად დავიბრუნებთ" - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, ქართველი მოქანდაკე ანდრო ვეკუა 1989 წლის 15 ივლისს აფხაზეთში მომხდრი პირველი შეტაკებისას დაღუპული ხელოვანის ვოვა ვეკუას შვილია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100