სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინა წკრიალაშვილი: სალომე გოგიაშვილის საქციელი გოიმობა და უკულტურობაა

ძალიან ემოციური სათაურია, ნინა ბრავო! ისე რამე ხომ არ დაგავიწყდა? გინდა კარგად შეგახსენო შენი იტალიისპაეზდკა“ ? და ერთს დავამატებტი, სანამ ამდენ სითბოს გადმოაფრქვევ ჩემი მისამართით, მანამდე გეფიქრა, სანამ დაუწვებოდი, რომ ერთ დროს ეს ჩემი ძალიან კარგი ნაცნობის ქმარი იყო. იმედია მომავალში კიდევ ვინმე ძალიან კარგი ახლობელი, მსგავს ისტორიას არ წააწყდება შენი მონაწილეობით“ - ეს გახლავთ პასუხის პასუხი ნინა წკრიალაშვლს სალომე გოგიაშვილისგან.

მათი დაპირისპირების ახალი ეტაპი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როდესაც სალომე გოგიაშვილმა ნინა რუსული ესტრადის მომღერალ სერგეი ზვერევს შეადარა, რომელსაც ნინას მსგავსად რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. სალომეს გახმაურებულ სტატუსს ნინა წკრიალაშვილმა ერთი წინადადებით უპასუხა: „სალომე გისურვებ ბედნიერ ცხოვრებას და რასაც საკუთარ თავს ვუსურვებ იგივეს გისურვებ შენც“-დაპოსტა მომღერალმა ფეისბუქზე. რის შემდეგაც სალომე გოგიაშვილმა ნინას იტალიურ „პაეზდკა“-ზე გამოაცხო სტატუსი და ნინა „ვიღაცის“ ყოფილ ქმართან რომნის გამო გააკრიტიკა. გოგიაშვილის ბოლო სტატუსზე კომენტარი ნინა წკრიალაშვილმა droni.ge-სთან სატელეფონო საუბარში გააკეთა.

ნინა წკრიალაშვილი: არ მინახავს ეგ სტატუსი, მაგრამ მომიყვა ერთმა ჟურნალისტმა უკვე. იცი რას ვასკვნი? მაგ გოგოს უნდა რომ ავყვე და ვერ ავყვები. არ მინდა ჩხუბი და სკანდალი. ისიც კი ვერ გავიგე ვისზე წერს და რას წერს. მსგავს რაღაცეებს სალომე პირველად არ აკეთებს, პირველად იგივე თენგოს, რომ გავყევი ცოლად მაშინ დაიწყო, მეორე დღესვე გამოაქვეყნა ჩემზე სტატუსები. მართლა არ ვიცი რას უნდა ჩემგან, მაგრამ ვიცი, რომ ჯობია ხმა არ ამოვიღო არ გავაკეტო კომენტარი, არ მინდა სკანდალის ხელოვნურად შექმნა. დამირეკოს თუ რამე უნდა, რა წესია ეს სტატუსებს წერა, დამირეკოს მკითხოს იქნებ უფრო მაგარ რაღაცეებს. ვეუბნები რას იქექება? გოიმობა, უკულტურობა თუ რა დავარქვა სალომე გოგიაშვილის საქციელს აღარც ვიცი? თუ უნდა უარესები დაწეროს, ვცეკვავ და და არ მცლია სისულეებისთვის, ფინალში უნდა გავიდე ცეკვავენ ვარსკვლავების და უფრო მეტ სტიმულს მაძლევე ამ უაზრო ლაპააკებით. მეცინება ხვდებით? არჩევნები მოდის რა ნინა და სალომე ხალხო. თან იცი რა არ მესმის? სალომეს რატომ აქვს ჩემზე საფიქრელად და საწერად დრო? არ უნდა ქონდეს მაგის დრო და სურვილი, როგორც ამბობს ბედნიერი ოჯახი და ცხოვრება აქვს, ხოდა დატკბეს. დედასგეფიცები არ ვიცი რა უნდა ჩემგან ან რა დავუშავე.

თქვნ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ხართ, სალომე კი ქართული ოცნების, ამბობენ, რომ ესაა თქვენს შორის დაპირისპირების მიზეზი.

მე კი ვიცი ვისი მხარდაჭერი ვარ და სალომემ იცის ვისი მხარდამჭერია? ბიძინა ივანიშვილმა ეგ და მისი ოჯახი რასაც ქვია გადაარჩინა, სალომეს კიდევ ბოლო არჩევნებზე ნაციონალების კონცერტები მიყავდა ყველამ კარგად იცის. მაინტერესებს რა ნამუსით აკეთებდა ამას, კაცმა გადაარჩინა მისი ოჯახი ეს კიდევ ნაცების კამპანიაში მონაწილეობდა, განა რას უხდიდნენ ნაციონალები ამდენს? მე რამდენადაც ვიცი კაპიკებს იხდიან მაგ კონცერტებში. შეიძლება სალომე ეხლა აღარც ბიძინას უნდა და ისევ აქეთ უნდა გადოსვლა.

მე ზოგადად აღარ მინდა პოლიტიკაში ჩარევა, იმიტომ, რომ ისეთი არეულობაა პოლიტიკოსებიც ვეღარ ერკვევიან და მე მითუმეტეს, მე საქართველოს მხარდამჭერი ვარ, მინდა ჩვენს ქვეყანაში ყველა მდიდარი და ბედნიერი იყოს, მინდა აღარ ვიყოთ ისეთი ჯუნგლები, როგორიც ეხლ ვართ. ახლა პოლიტიკაზე ვიცი მხოლოდ ის, რომ არჩევნებზე წავალ და დავით ბაქრაძეს მივცემ ხმას. თუმცა თუ წინასწარი მომაცემებით ბაქრაძეს გამარჯვების შანსები ცოტა ექნება შეიძლება ბურჯანაძესაც მივცე ხმა ოღონდ მარგველაშვილმა არ გაიმარჯვოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100