სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი ახალგაზრდული ფრთის აქციებს ბლოკავს

როგორც სააგენტო „ივერონი“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთ ანონიმ წევრზე დაყრდნობით იუწყება, ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე უკვე ახალგაზრდული ფრთის მიერ წამოყენებული იდეების დაბლოკვაზე გადავიდა.

„ქართული ოცნების“ ანონიმმა წევრმა სააგენტოს განუცხადა, რომ დაკავებული ფეხბურთელის, გიორგი დემეტრაძის მხარდასაჭერი აქციის ჩატარებას აპირებდნენ და ამის შესახებ მაია ფანჯიკიძის თანაშემწეს - მაია ცქვიტინიძეს უთხრეს. „გიორგი დემეტრაძე ვინ არის?“ - უკითხავს ცქვიტინიძეს, რის შემდეგაც, წყაროს ცნობით, იდეა მაია ფანჯიკიძეს გააცნეს.

როგორც კოალიციის ანონიმი წევრი ამბობს, აქციის მონაწილეებს გიორგი დემეტრაძის ნომრიანი მაისურები უნდა ჩაეცვათ და კანცელარიასთან შეკრებილიყვნენ. გათვალისწინებული იყო აქციის კიდევ რამდენიმე, თეატრალური დეტალი, მაგრამ აქცია დაიბლოკა.

„ივერონთან“ საუბარში მაია ფანჯიკიძემ იდეის არსებობა დაადასტურა, თუმცა, ვინმეს მხრიდან აქციის ჩატარების დაბლოკვა უარყო. „ამ თემაზე მხოლოდ ზოგადი საუბარი იყო“, - თქვა ფანჯიკიძემ.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100