სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროექტი #წერექართულად დედაენის დღეს საინტერესო ტექნოლოგიური სიახლეებით აღნიშნავს

თქვენ უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ 13 ახალი ქართული ფონტით, რომლებიც პროექტის #წერექართულად ფარგლებში გაციფრულდა. კონკურსის „ქართული ა“ გამარჯვებული შრიფტები, რომლებიც ქართველმა დიზაინერებმა შექმნეს, უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია, როგორც მაიკროსოფტის საოფისე, ასევე სხვა პროფესიულ პროგრამებში.

კონკურსმა „ქართული ა“, რომელიც დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციატივით და თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, გამარჯვებულები 7 ნომინაციაში 2016 წლის ივნისში გამოავლინა.

კონკურსის პარალელურად, ჯეოლაბში მიმდინარეობდა ფონტების ინჟინერიის კურსები სადაც 30-მა მსურველმა სრულიად უფასოდ შეისწავლა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ქართული ფონტების შექმნა სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობებისთვის. 2 თვიანი ინტენსიური კურსის დასრულების შემდეგ, სწორედ მათ დაიწყეს მუშაობა კონკურსის „ქართული ა“ გამარჯვებული ქართული შრიფტების გაციფრულებაზე.

ახალი ქართული ფონტები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ განახლებული ვებგვერდიდან წერექართულად.com (www.writeingeorgian.org). ვებგვერდიდან ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ქართველი დიზაინერების მიერ პროექტის #წერექართულად სიმბოლიკის გამოყენებით შექმნილი ახალი კოლექციები. აქვე, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ელექტრონული წიგნების სახლის „საბას“ წიგნებიც.

პროექტი #წერექართულად დედაენის დღესთან დაკავშირებით კიდევ ერთ საინტერესო სიახლეს გთავაზობთ. ვებგვერდზე www.typegeorgian.ge ახალი ფონტების და „ძველი“ საბეჭდი მანქანის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ ვინტაჟური წერილები შექმნათ და შემდეგ სოციალურ ქსელ Facebook-ში გააზიაროთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100