სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ ლუგარის ლაბორატორიაში რუს ინსპექტორებს არ დაუშვებენ, რუსეთი მასზე საჰაერო დარტყმას განახორციელებს - რუსი ექსპერტი

„საქართველო უარს იტყვის დაუშვას რუსი ინსპექტორების განთავსება მის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებში. ამ შემთხვევაში რუსეთს სრული უფლება აქვს მათზე სარაკეტო შეტევა განახორციელოს. ამის შესახებ სააგენტო REGNUM-ს MGIMO-ს სამხედრო-პოლიტიკური კვლევის ცენტრის წამყვანმა ექსპერტმა მიხაილ ალექსანდროვმა განუცხადა. „საქართველო პირდაპირ უნდა გავაფრთხილოთ: ჩვენ ვითხოვთ ჩვენი ინსპექტორების დაშვებას ამ ობიექტებზე და თუკი ისინი უარს გვეტყვიან, მაშინ უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ უბრალოდ გავანადგურებთ ამ ლაბორატორიას და მასზე საჰაერო დარტყმას განვახორციელებთ. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვატარებთ ოპერაციას უკრაინაში, რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა - ეს ისეთი წვრილმანია ჩვენთვის, რომ ასე ვთქვათ, მსოფლიოში ვერავინ შევამჩნევთ. დასავლეთი, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის დაიწყებს ყვირილს, მაგრამ რას იყვირებს? რა საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ბიოლაბორატორიების შექმნა? არ არის საჭირო!“ - აღნიშნა ექსპერტმა. როგორც რუსული გამოცემა წერს, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს ე.წ. ლუგარის ცენტრი, რომელიც ბიოლოგიური იარაღის განვითარების ამერიკული ლაბორატორიაა. „შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს 25 ქვეყანაში გახსნა ბიოლოგიური ლაბორატორიები, სადაც ამერიკელი სამხედრო მეცნიერები ქმნიან ვირუსებს, ბაქტერიებსა და ტოქსინებს. ამ ლაბორატორიებიდან ბევრი განთავსებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში - უკრაინაში, საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთსა და ტაჯიკეთში. „ერთბლივი მონაწილეობის ბიოლოგიური პროგრამას“ აქვს 2,1 მილიარდი დოლარის ბიუჯეტი და ფინანსდება აშშ-ის სააგენტოს მიერ უსაფრთხოების რისკების შემცირების მიზნით“, - წერს გამოცემა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100